ალიანსები
- ყოველ მოთამაშეს შეუძლია ალიანსის ფორმირება, სადაც ის ავტომატურად ხდება პირველი ლიდერი.
- ახალ ალიანსს შეუძლია მიიღოს 5 წევრი.
- იმისათვის რომ მოიწვიოთ უფრო მეტი წევრი, ალიანსის ადმინისტრაციის დონე უნდა ამაღლდეს, რაც მოგცემთ 5 ვაკანსიას. ყოველი მოთამაშეს, რომელიც გავიდა ან გაძევებული იქნა ალიანსიდან შეუძლია ალიანსში დაბრუნება მხოლოდ ერთჯერ.
- წევრები იყოფიან 3 ჯგუფად - ლიდერთა ჯგუფი, ოფიცერთა ჯგუფი და რიგითი წევრები.
- ყველა წევრს შეუძლია გაცვალოს შეტყობინებები ტრიბუნაზე. მხოლოდ ლიდერებს და ოფიცრებს შეუძლიათ ალიანსის განცხადებების კეთება. ოფიცერთა ან ლიდერთა ჯგუფში წევრის დანიშვნა აქტიურია მინიმუმ 168 საათით. ე.ი. თქვენ არ შეგიძლიათ შეიცვალოთ თქვენი სტატუსი ალიანსში თუ ბოლო დანიშვნიდან გასულია 168 საათზე ნაკლები.
- ყველა ალიანსს გააჩნია ალიანსის ხაზინა, სადაც შესაძლებელია რესურსთა 4 ტიპით ახალი კვლევების განხორციელება. ასევე არსებული ოქროთი ომის ომის გამოცხადება.
- ალიანსის წევრებს შეუძლიათ შესწირონ რესურსები ალიანსის ხაზინას. თუ ალიანსის წევრი შესწირავს რესურსს, მას უკვე აღარ შეეძლება მისი უკან დაბრუნება.
- ალიანსის წევრები იხდიან გადასახადებს, რომელიც მათ დაუწესა ალიანსის ლიდერმა, პირველმა ოფიცერმა ან ფინანსების ოფიცერმა. ალიანსის გადასახადი შესაძლებელია იყოს 4 სხვადასხვა რესურსის 0%-დან 30%-მდე, რაც გამოიანგარიშება საათობრივი შემოსავლიდან.
- ყველა წევრს შეუძლია ნახოს თუ რამდენი რესურსი შესწირა ალიანსს სხვა წევრმა ხაზინას.
- ერთი და იგივე ალიანსის წევრებს არ შეუძლიათ ერთმანეთზე შეტევის განხორციელება.
- მოთამაშეს მხოლოდ ორჯერ შეუძლია გაერთიანდეს ერთ ალიანსში.
ალიანსის პოზიციები
- ყოველ მოთამაშეს შეუძლია ალიანსის ფორმირება, სადაც ის ავტომატურად ხდება პირველი ლიდერი.
- ახალ ალიანსს შეუძლია მიიღოს 5 წევრი.
- იმისათვის რომ მოიწვიოთ უფრო მეტი წევრი, ალიანსის ადმინისტრაციის დონე უნდა ამაღლდეს, რაც მოგცემთ 5 ვაკანსიას. ყოველი მოთამაშეს, რომელიც გავიდა ან გაძევებული იქნა ალიანსიდან შეუძლია ალიანსში დაბრუნება მხოლოდ ერთჯერ.
- საწყისი ბონუსი - 10 ქულიანი მორალი. ეს ბონუსი სრულიად დამოკიდებულია ალიანსში ლიდერის ლოიალურობის სტატუსზე.
- ლიდერს შეუძლია იხილოს ყველა წევრის ეკონომიკური* და სამხედრო ანგარიშები, ასევე ალიანსის შიგნით ყველა არმიის გადაადგილება.
- * ისინი შედგებიან შემდეგიდან: მოსახლეობა (დასაქმებული/დაუსაქმებელი), მოსახლეობის საათობრივად ზრდა, მოსახლეობის ლიმიტი, ლიმიტი, რომლის შემდეგ მოსახლეობის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ეცემა, ხელმისაწვდომი რესურსი, დედაქალაქი ხაზინა, რესურსების საათობრივი წარმოება (ყველა რესურსისთვის), არმიის საათობრივი ხარჯი, გადასახადის ოდენობა და ბედნიერების დონე.
- ალიანსის ხაზინის კაპიტალით ლიდერი იწყებს ალიანსის კვლევებს.
- ნიშნავს, აწინაურებს და აქვეითებს წევრებს ოფიცერთა ჯგუფში.
- იღებს და უშვებს წევრებს ალიანსიდან.
- აცხადებს მტრულ დამოკიდებულებას, აფორმებს თავდაუსხმელობის პაქტებს და შედის კონფედერაციაში ალიანსებთან.
- უცხადებს ომს სხვა ალიანსებს.
- აგროვებს ალიანსის წევრებისგან გადასახადებს.
- აწესებს საერთო და/ან ინდივიდუალურ შეზღუდვებს ალიანსის ხაზინიდან ბრილიანტების გამოსატანად.
- პირველ ოფიცერს აქვს ლიდერის ყველა უფლება გარდა ლიდერის ალიანსიდან გაძევებისა.
- პირველი ოფიცერი ინიშნება ალიანსის ლიდერის მიერ, მაგრამ მას შეუძლია მიიღოს ან უარყოს ეს თანამდებობა.
- საწყისი ბონუსი - იყენებს ბაზარს ფიქსირებული საკომოსიოს 50% შემცირებით ანუ 5%. ბონუსის ზრდა დამოკიდებულია ალიანსში მოთამაშის ლოიალურობაზე.
- ის ხედავს ყველა მოთამაშის ეკონომიკურ და საბრძოლო ანგარიშებს.
- მას შეუძლია დააწესოს გადასახადები.
- საწყისი ბონუსი - კვლევის დრო არის ჩვეულებრივზე 20% ნაკლები, მაგრამ ამ ბონუსის გაზრდა დამოკიდებულია მისი ლოიალურობის სტატუსზე ალიანსში.
- მეცნიერების ოფიცრის უნივერსისტეტის განვითარების დონე გავლენას ახდენს ალიანსის კვლევების ფასზე (ყოველი მომდევნო დონე კვლევის ფასს ამცირებს 0.02 - ჯერ). ამიტომ ამ პოზიციაზე მიზანშეწონილია დაინიშნოს ის მოთამაშე, რომელსაც სხვებზე მეტად აქვს უნივერსიტეტი განვითარებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მეცნიერების ოფიცრის ლოიალურობის სტატუსის ბონუსი ასევე ახდენს გავლენას ალიანსის გამოკვლევებზე. ამდენად, თუ მეორე ან მესამე დონის ლოიალურობის სტატუსის მქონე მეცნიერების ოფიცერი შეიცვლება ახლით (თუნდაც უფრო მაღალი განვითარების დონის უნივერსიტეტით), ამან შესაძლოა გამოიწვიოს გამოკვლევის ფასის არა შემცირება, არამედ პირიქით - გაზრდა.
- ის ხედავს ყველა მოთამაშის ეკონომიკურ და საბრძოლო ანგარიშებს.
- მას ასევე შეუძლია ალიანსის კვლევის დაწყება.
- საწყისი ბონუსი - მშენებლობის დრო არის 20% ნაკლები ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ ამ ბონუსის ზრდა დამოკიდებულია მის ლოიალურობაზე.
- მშენებლობის ოფიცრის არქიტექტურის განვითარების დონე გავლენას ახდენას ალიანსის ნაგებობის ფასზე (მათ შორის ალიანსის ციხესიმაგრე და ნაგებობები ციხესიმაგრის შიგნით), ამცირებს ფასს ყოველ მომდევნო დონეზე 0.02 ჯერ. ამიტომ, მიზანშეწონიალია მშენებლობის ოფიცრად დაინიშნოს ის მოთამაშე, რომელსაც სხვებზე მეტად აქვს განვითარებული არქიტექტურა. მშენებლობის ოფიცრის ლოიალურობის სტატუსი ასევე გავლენას ახდენს ალიანსის მშენებლობებზე, ასე რომ, მეორე ან მესამე დონის ლოიალურობის სტატუსის მქონე მშენებლობის ოფიცრის შეცვლამ ახლით (თუნდაც უფრო მაღალი არქიტექტურის დონით) შესაძლოა შემცირების ნაცვლად, პირიქით - გაზარდოს ფასი.
- ის ხედავს ყველა მოთამაშის ეკონომიკურ და საბრძოლო ანგარიშებს.
- მას ასევე შეუძლია ალიანსის შენობების შენება.
- მას აქვს დღეში +1 ღირსების ბონუსი, მაგრამ მხოლოდ მეორე და მესამე ლოიალურობის სტატუსის დროს.
- იღებს ახალ წევრებს.
- ის ხედავს ყველა მოთამაშის ეკონომიკურ და საბრძოლო ანგარიშებს.
- ის არის ერთადერთი დიპლომატი ალიანსში. მას შეუძლია ახალი ალიანსის წევრების ძებნა, შემოთავაზებების უარყოფა და ა.შ.
-
ყოველ 5 წევრზე ალიანსში თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ ერთი სარდალი.
* სხვა პოზიციები არის მხოლოდ 1 ყოველ ალიანსში. - საწყისი ბონუსი - 10 ქულიანი მორალი, მაგრამ ეს დამოკიდებულია მის ლოიალურობაზე.
- სარდლები ხედავენ მის ჯგუფში არსებული მოთამაშეების არმიებს, ასევე მათ ეკონომიკურ და საბრძოლო ანგარიშებს.
- მათ შეუძლიათ გადაადგილონ ალიანსის არმია.
- ყველა სარდალს შეუძლია გააგზავნოს ერთდროული შეტყობინება ალიანსის წევრებთან ან თავისი დანაყოფის წევრებთან.
ლიდერს შეუძლია რიგითი წევრების ფორმირება დანაყოფებად და მათი ხელმძღვანელობის დაკისრება ოფიცერთა და ლიდერთა ჯგუფის წევრისათვის. ამ შემთხვევაში ლიდერი იტოვებს დანაყოფის შეცვლის ან წევრების გადანაცვლების უფლებას. დანაყოფის წევრებს აქვთ უფრო მარტივი კომუნიკაცია ერთმანეთთან რადგან შეუძლიათ ერთდროულად გაუგზავნონ მესიჯი დანაყოფის ყველა წევრს.
ლიდერის არჩევნები
ყოველ მოთამაშეს შეუძლია წარადგინოს მისი კანდიდატურა ლიდერის პოზიციაზე მოლოდ 4 - ჯერ.
შეუძლებელია მისი ალიანსიდან გაძევება არჩევნების მიმდინარეობის პროცესში.
ხმის მიცემა მიმდინარეობს 24 საათი. ყველა წევრს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა აჩევნებში მათი ქულებით.
ლოიალურობის სტატუსი
- განსაზღვრავს ყოველ წევრზე ალიანსის ლოიალურობის ზეგავლენას. ლოიალურობა გამოითვლება ალიანსში ყოფნის დროის მიხედვით.
- ის დაყოფილია სამ ნაწილად:
- 1-ლი დღიდან 30 დღემდე ალიანსში - წევრები არიან რიგითები, ხოლო ლიდერებისა და ოფიცრების ჯგუფის წევრები - მცროსი ლიდერების უმცროსი ოფიცრები.
- 31 დღიდან 120 დღემდე ალიანსში - წევრები არიან ვეტერანები ,ხოლო ლიდერების და ოფიცრების ჯგუფის წევრები - ლიდერები და ოფიცრები.
- 121 დღიდან ერის დასრულებამდე - ოფიცრების და ლიდერების ფგუფის წევრები არიან უფროსი ლიდრები და უფროსი მინისტრები. რაც შეეხება რიგით წევრებს, მათთვის აღარ იცვლება ლოიალურობის სტატუსი.
- ლოიალურობს სტატუსი განსაზღვრავს ბონუსის ზომას, როგორც თითოეული მოთამაშისათვის ინდივიდუალურად, ასევე მთელი ალიანსის წევრებისათვის. ბედნიერების დონე გენერირდება გლობალურად მთელი იმპერიისათვის ყოველ 24 საათში და განისაზღვრება შემდეგნაირად:
*ალიანსიდან გასვლის და ისევ დაბრუნების ან იმავე ალიანსის შიგნით პოზიციის შეცვლის შემთხვევაში ბონუსების და ლოიალობის სტატუსი ტაიმერი თავიდან იწყებს ათვლას.- 1-ლი დღიდან 30 დღემდე - 50% საწყისი ინდივიდუალური ბონუსი(ასეთის არსებობს შემთხვევაში) და +1 ბედნიერება ყველა ლიდერის და ოფიცრების ჯგუფში გაერთიანებული წევრებისათვის.
- 31 დღიდან 120 დღემდე - 100% საწყისი ინდივიდუალური ბონუსი, +5 ბედნიერების ბონუსი ლიდერებისა და ოფიცრების ჯგუფში გაერთიანებული წევრებისათვის.
- 121 დღიდან ერას დასრულებამდე - 150% საწყისი ინდივიდუალური ბონუსი და +10 ბედნიერების ბონუსი ლიდერთა და ოფიცერთა ჯგუფში გაერთიანებული წევრებისათვის.
ალიანსის შეკრების ადგილი
- ალიანსის შეკრების ადგილის შექმნა შეუძლია ლიდერს და პირველ ოფიცერს გლობალურ რუკის ნებისმიერ ადგილზე მაუსის 2-ჯერ დაკლიკებით, გარდა იმ ადგილებისა, რომლებიც დაკავებულია სხვა იმპერიის მიერ ან განსაზღვრულია კოლონიის დასაფუძნებლად (გორაკები, ტყეები ან სპეციალური რესურსისისთვის განკუთვნილი ადგილები).
- დაფუძნებას არც რესურსი სჭირდება და არც არმია, მის დასაპყრობად.ერთადერთი პირობაა, რომ ალიანსის წმინდა კაპიტალის ქულა ჯამურად იყოს მინიმუმ 5 000 000. ხოლო ალიანსის ადმინისტრაცია მინიმუმ 1 დონის, რამდენადაც ამ კვლევის დონე განსაზღვრავს შეკრების პუნქტების რაოდენობას.
- მისი ფუნქციაა ალიანსის მთელი არმიის ერთად შეკრება, ალიანსის სამხედრო ოპერაციების შესასრულებლად ალიანსის ციხესიმაგრის დაპყრობის ან მასზე თავდასხმის, აგრეთვე მტრის ჯარის შეკრების ადგილზე თავდასხმის მიზნით.
- შეკრების პუნქტში შესაძლებელია მხოლოდ ერთი რასის არმიის შეკრება. რასა განისაზღვრება მისი დაფუძნებისთანავე და შემდეგში აღარ იცვლება.
- შეკრების პუნქტს აქვს ციხე (9 დონემდე, დასაწყისში 0), კოშკები და თხრილი. თავდაცვაში დამარცხებით იკარგება ციხის ერთი დონე. როცა ციხის დონე გახდება 0, შეკრების პუნქტი განადგურდება. თუ დამარცხების შემდეგ შეკრების პუნქტში კიდევ არის ჯარი დარჩენილი, ის ბრუნდება სხვა შეკრების პუნქტში ან იმავე რასის ალიანსში. თუ ასეთი არ არსებობს, სისტემა ქმნის შეკრების პუნქტს ლიდერის იმპერიის სიახლოვეს და ალიანსის არმიაც იქ გაიგზავნება.
- მასზე შეტევის განხორციელების შესაძლებლობა აქვს სხვა ალიანსის ციხესიმაგრის ან შეკრების ადგილის ჯარს, ასევე ინდივიდუალურად ცალკე მოთამაშესაც მიუხედავად მისი ქულებისა.
- დაფუძნებიდან 12 საათის განმავლობაში მასზე ვერ განხორციელდება შეტევა.
- შეწირული ან გადაადგილებული ჯარის ჩამოტვირთვა ხორციელდება ყოველწუთიერად. მაშინ რორცა, მისიიდან და ალიანსის ბრძოლებიდან მომავალი ალიანსის ჯარის ჩამოტვირთვა ხდება მომენტალურად, როგორც კი მიზანი მიიღწევა და თაიმერი ჩვენება იქნება 00:00:00.
ალიანსში არმიის შეწირვა
- არმიის შეწირვა შესაძლებელია მხოლოდ იმავე რასის შეკრების პუნქტში ან ალიანსის ციხეში.
- შეწირვის შესრულება ხდება გლობალური რუკის მეშვეობით.
- ალიანსის ციხის ან შეკრების პუნქტისათის შეწირული არმიის მაქსიმუმია 3 000 000.
- თუ უკვე შეწირული არმიის რაოდენობა მეტია შესაწირვისთვის განკუთვნილი არმიის რაოდენობაზე, თავისუფალი ადგილები პროპორციულად შეივსება.
- შეწური არმიის ხარჯი, სანამ ის გადაადგილდება შესაბამისი შეკრების პუნქტის ან ალიანსის ციხისკენ, ეკისრება შემომწირველს. ჯარი ალიანსის საკუთრება ხდება მაშინვე რაც ის აისახება ალიანსის ჯარზე, ხოლო შესაბამისი წმინდა კაპიტალის ქულა მოაკლდება მოთამაშეს და დაემატება ალიანსის ღირებულებას. შეწირული ჯარის დაბრუნება არ ხდება.
- ალიანსის ჯარის ხარჯი მისიაში ყოფნის დროს - x1.2
ალიანსის ციხესიმაგრე
- კოლონიებისა და შეკრების ადგილების დაფუძნებისათვის განსაზღვრული ადგილების გარდა, გლობალურ რუკას განეკუთვნება ასევე 9 სპეციალური ადგილი - განსხვავებული ტიპის და ძალიან მნიშვნელოვანი. ესენია ალიანსის ციხესიმაგრისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები და ახასიათებთ შემდეგი თვისებები:
- იძლევა ალიანსის როგორც ჩვეულებრივი ასევე სპეციალური კონტრუქციების მშენებლობის საშუალებას. სპეციალური კონტრუქციების უზრუნველყოფენ ალიანსის კულტურული და სამხედრო ექსპანსიის პროგრესს, რაც ტერიტორიულად ნაწილდება გლობალურ რუკაზე.
- ალიანსის ციხესიმაგრის შესაძლებლობები:
-
ციხესიმაგრეები
ციხის დონე სიცოცხლისუნარიანობა გარნიზონი კოშკები* თხრილი** 1 720 000 500 5 1 2 1 440 000 1000 10 2 3 2 880 000 2000 20 4 4 5 760 000 4000 30 6 5 11 520 000 8000 40 5 6 23 040 000 16 000 60 10 7 46 080 000 32 000 100 12 8 92 160 000 64 000 140 16 9 184 320 000 128 000 180 20 10 368 640 000 256 000 240 24
** ყოველი დონე 1%-ით ამცირებს მტრის არმიის დარტყმის ძალას. -
დიდი ტაძარი
ყოველი დონე 5%-ით ზრდის თავდაცვაში მყოფი ქვეითი ჯარის სიცოცხლისუნარიანობას. მაქსიმალური დონე - 15.
-
დიდი ტაძარი
ზრდის ალიანსის ციხესიმაგრის კულტურულ და სამხედრო გავლენას განსაზღვრულ რადიუსში* განვითარების ყოველ დონეზე. დონის აწევას აქვს კლებადი ბუნება, ე.ი. ყოველ მომდევნო დონეზე სხვაობა ორ დონეს შორის არის უფროს მცირე წინა დონესთან შედარებით. ციხესიმაგრის, რომელსაც აქვს 1 დონის დიდებული ტაძარი, გავლენის ფართობი ვრცელდება 77.76 რადიუსზე, მე-2 დონის შემთხვევაში - 125.47, მე-3 დონის შემთხვევაში - 170.33, მე-4 დონის შემთხვევაში - 212.49 და ასე შემდეგ, ბოლო დონის მიღწევამდე. ბოლო დონეა 32, რომელიც უზრუნველყოფს გავლენას 756.19 რადიუსზე.
-
ციხესიმაგრეები
- ალიანსის ციხესიმაგრეში შესაძლოა თავმოყრილი იქნას მხოლოდ ერთი რასის მეომრები. რასა განისაზღვრება მისი დაპყრობისთანავე და შემდგომში არ ექვემდებარება შეცვლას.
- ალიანსის ციხესიმაგრიდან შეტევის განხორციელება შესაძლებელია სხვა ალიანსის ციხესიმაგრეზე ან შეკრების პუნქტზე.
- ალიანსის ციხესიმაგრის მართვა უზრუნველყოფს ნებაყოფლობით საჩუქარს მოთამაშის წმინდა კაპიტალის ქულის ოქროს ექვივალენტის 20%-ის ოდენობით.
ალიანსის გავლენა
- ალიანსის ციხესიმაგრის უნიკალური შესაძლებლობა.
- ალიანსის ციხესიმაგრე ფუძნდება გავლენის დიაპაზონით 27, შემდგომ განვითარების კვალდაკვალ იზრდება მისი გავლენის დიაპაზონი გარშემო ტერიტორიებზე. აღნიშნულის საშუალებას იძლევა ციხესიმაგრეში არსებული სპეციალური ნაგებობა - დიდებული ტაძარი.
- რაც არ უნდა დიდი იყოს განვითარება, ალიანსის ციხესიმაგრეს არ შეუძლია აკონტროლოს გლობალური რუკის 1/4-ზე მეტი, რაც ხელს უწყობს ერთზე მეტი ალიანსის ციხის გავლენას. ცენტრალურ ციხესიმაგრეზე ეს შეზღუდვა არ ვრცელდება და მისმა გავლენამ შესაძლოა მიაღწიოს 44%-ს, თუ ის არ ემთხვევა სხვა ციხესიმაგრის გავლენი დიაპაზონს.
- იმ შემთხვევაში თუ ციხესიმაგრის გავლენის დიაპაზონი ემთხვევა სხვა ციხესიმაგრისას, ის ციხესიმაგრე, რომელსაც უფრო მეტად აქვს განვითარებული ნაგებობები და შესაბამისად აქვს გავლენის მეტი დიაპაზონი, ისაკუთრებს უფრო პატარა ციხესიმაგრის გავლენის შესაბამის რადიუსს. თუ ორივე ციხის სპეციალური ნაგებობის განვითარების დონე იდენტურუა, თანმხვედრი ზონა ღცება ნეიტრალური მანამ, სანამ რომელიმე მათგანი არ მიაღწევს განვითარების უპირატეს დონეს. ნეიტრალური ზონა იყოფა ორ თანაბარ ნაწილად და რომლებიც ემატება ორივე ალიანსის დიაპაზონს. ამ ზონაში განლაგებული იმპერიები კარგავენ წარმოების, მორალის და ბედნიერების ყოველდღიურ ბონუსებს. მიუხედავად თანმხვედრი ზონის რადიუსის სიდიდისა შეუძლებელია ვინმეს პირველი, შიდა გავლენის ზონის წართმევა.
- ალიანსის ან ფედერაციის წევრები, რომელთა იმპერიები განლაგებულია მათი ან სხვისი ციხესიმაგრის გავლენის დიაპაზონში იღებენ წარმოების 5%-იან ბონუსს, ბედნიერების 5%-იან ყოველდღიურ ბონუსს გლობალური ეფექტით, ომის მიმდინარეობის დროს, იმპერიებს, რომლებიც იგანლაგებულნი არიან მოწინააღმდეგის გავლენის დიაპაზონში აქვთ 5%-ით ნაკლები წარმოება, -5 ბედენირების ბონუსი გლობალური ეფექტით და -5 მორალი.
- ალიანსის ციხესიმაგრიდან შეტევის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სხვა ალიანსის ციხესიმაგრეზე ან არმიის შეკრების ადგილზე, ქულების შეზღუდვის გარეშე.
დამოუკიდებელი ციხესიმაგრის დაპყრობა
- დაპყრობამდეც ციხესიმაგრე ციხე, არმია და გარნიზონი, ანუ დამოუკიდებელი ციხესიმაგრის დაპრობა საჭიროებს ალიანსის არმიის ბრძოლას, რომელელიც შეიძლება განთავსებული იყოს როგორც არმიის შეკრების ადგილზე ან უკვე დაპრობილ ალიანსის ციხესიმაგრეზე. წესები და ტექნიკა ამ ბრძოლის არის იდენტური იმ ბრძლებისა, რომლებსაც აწარმოებენ ინდივიდუალური მოთამაშეები ერთმანეთის წინააღმდეგ. მორალი და სამხედრო კვლევები იქნება ის რაც აქვს ლიდერს. ყველა წევრის სპეციალური რესურსის ბონუსები (მათი არსებობის შემთხვევაში) აქტიურია, თუმცა არ ხდება ერთნაირი ბონუსების აკუმულირება. ანუ, თუ არის 2 ან მეტი ერთი და იმავე ტიპის ბონუსი, მხოლოდ ერთი, უფრო დიდი მიიღება მხედველობაში.
- ალიანსის ციხესიმაგრეზე თავდასხმისათვის, რათა დაიპყროთ ის, არ არის განსაზღვრული ქულებს ლიმიტი.
- დამოუკიდებელ ციხესიმაგრეს აქვს 8 დონის ციხე, გარნიზონში ჩაყენებული მშვილდოსნები და ქვეითი არმია, რომელიც ჩანს მინიშნებაში, სამხედრო კვლევების გარეშე. ციხის დონე არ ეცემა ზედიზედ წარმატებით განხორციელებული შეტევების შედეგად და რჩება 8 დონის ციხედ. ციხესიმაგრის დაპყრობა განხორციელდება მაშინ, როცა მასში დარჩენილია 1000 სამხედრო ერთეულზე ნაკლები ჯარი. უკვე დაპრობილ ციხესიმაგრეში ციხის მშენებლობა იწყება პირველი დონიდან.
ალიანსის ციხესიმაგრეზე შეტევა
- ალიანსის ციხესიმაგრეზე შეტევა შესაძლებელია მხოლოდ ალიანსის ციხესიმაგრეში ან შეკრების ადგილზე არსებული არმიით.
- მასზე თავდასხმა შესაძლოა განხორციელდეს ინდივიდუალურად მოთამაშის მიერ (მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას უკვე აკონტროლებს რომელიმე ალიანსი), მაგრამ არა პირიქით - ალიანსის არმიას არ შეუძლია განახორციელოს შეტევა ინდივიდუალურ მოთამაშეზე.
- დაპყრობიდან 12 საათის განმავლობაში მასზე ვერ განხორციელდება შეტევა.
- შეკრების პუნქტზე განხორციელებულ შეტევაში (ციხეზე) დამარცხება გულისხმობს, რომ დარჩენილი გარნიზონი განთავსდება ველზე.
- A Castle is destroyed when its Fortress level reaches 0 (each defensive defeat drops the Fortress level by 1). Then the owner becomes the alliance aggressor, which can continue the influence range expansion by paying 20% of the invested resources in the Great Temple by the previous alliance; if this price hasn't been paid in the next 24 hours upon the conquest, the level reaches 0. The new owner can change the race of gathered army.
- A lost Fortress siege in an Alliance Castle implies that the whole remaining garrison will get deployed on the field.
- შეწირული ან გადაადგილებული ჯარის ჩამოტვირთვა ხორციელდება ყოველწუთიერად. მაშინ რორცა, მისიიდან და ალიანსის ბრძოლებიდან მომავალი ალიანსის ჯარის ჩამოტვირთვა ხდება მომენტალურად, როგორც კი მიზანი მიიღწევა და თაიმერი ჩვენება იქნება 00:00:00.
ერის დასასრული
- ერის დაწყებიდან დაახლოებით 9 თვის შემდეგ (კონრეტული თარიღი არ არის ერთი და იგივე, განისაზღვრება ადმინისტრაციის მიერ და საჯაროდ ცხადდება ერთი კვირით ადრე)იწყება სამეფოს ლორდის ტიტულის მოსაპოვებლად შეჯიბრი.
მოკავშირის დახმარება
- ალიანსის ყოველი წევრს აქვს შესაძლებლობა გაუგზავნოს ალიანსელს თავისი ჯარი დასახმარებლად.
- ალიანსელის დახმარება გულისხმობს ჯარის გაგზავნას ალიანსელის იმ კოლონიაში, რომელზეც ხორციელდება მოწინააღმდეგის შეტევა. ეს ჯარი აწარმოებს საველე ბრძოლებს აგრესორის ჯარის წინააღმდეგ.
- შეტევის ქვეშ მყოფილი კოლონიის დასახმარებლად ჯარი შესაძლოა გაგზავნილ იქნას ერთზე მეტი ალიანსელისგანაც, რადგან ეს ჯარები იბრძვიან დამოუკიდებლად ერთმანეთის მიყოლებით. მოწინააღმდეგის მორალი არ აღდგება შეტევის შემდეგ და ყოველი მოდევნო ბრძოლის დროს იწყებს იმ მორალით რაც წინა ბრძოლის დასრულების შემდეგ დაუფიქსირდა.
- ყველა კოლონიას აქვს სპეციალური ნაგებობა, რომელიც გვხვდება მხოლოდ კოლონიებში - ლოჯისტიკური ბაზა. მისი განვითარების დონე განსაზღვრავს ალიანსელის ჯარის დასაშვებ ზღვარს, რომელიც შესაძლოა გამოგზავნილი იქნას დახმარებისთვის. ყოველი მომდევნო დონე შესაძლებელს ხდის კიდევ ერთი არმიის განთავსებას.
- დახამრებისათვის გაგზავნილი არმიის ხარჯი ჩვეულებრივს 1.5-ჯერ აღემატება
- დახმარებისთვის გაგზავნილი არმისს ხარჯის გადახდა ეკისრება მის გამგზავნ ალიანსელს.
- წარმატებული შპიონაჟი იძლევა ინფორმაციას აგრესორის შესაძლო დამხმარე ჯარის, მათი რაოდენობის და შემადგენლობის შესახებ. ალიანსელი, რომელიც აგზავნის არმიას დასახმარებლად უფლებამოსილია თავად განსაზღვროს მოწინააღმდეგე ნახავს მის ვინაობას თუ დარჩება ანონიმად.
ალიანსის დამოკიდებულება
არსებობს ალიანსებს შორის ურთიერთობის 5 ტიპი. მათი ნახვა შეუძლიათ მხოლოდ ალიანსის წევრებს. ალიანსები ურთიერთობას ავტომატურად იწყებენ ნეიტრალური ურთიერთობით. ამასთან, მათ შეუძლიათ ნებისმიერ შემთხვევაში შეცვალონ ურთიერთობა მტრობის ან ომის გამოცხადებით, რაც არ საჭიროებას მეორე მხრიდან თანხმობას ურთიერთობის ძალაში შესასვლელად, ასევე შეთავაზების გაგზავნით თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმების ან სამშვიდობო შეთანხმების თაოაბზე, რაც საჭიროებს მხარეების თანხმობას.-
სამშვიდობო შეთანხმება
ალიანსები, რომლებმაც ფედერაციიდან მიიღეს სამშვიდობო ხელშეკრულებები.
თუ “ა” და “ბ” ალიანსებს შორის გაფორმებული ფედერაცია და ალიანსი “ც” ომს გამოუცხადებს “ბ” ალიანსს, მაშინ “ა” ალიანსს უფლება აქვს “ც” ალიანსს ომის გამოუცხადოს უფასოდ. მეორე მხრივ, თუ ფედერაციაში მყოფი ორი ალიანსი დაიწყებს ომს ფედერაციის წევრებს შეუძლიათ აირჩიონ რომელ მხარეს დაუჭირონ მხარი ან დარჩნენ ნეიტრალურ პოზიციაში
ალიანსებს, რომლებისაც გაფორმებული აქვთ სამშვიდობო შეთანხმება, არ აქვთ ერთმანეთზე თავდასხმის უფლება. -
თავდაუსხმელობის პაქტი (თპ)
თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმების შემდეგ მხარეებს აქვთ ერთმანეთისგან უსაფრთხოების გარანტია.
იმისათვის რომ ომი გამოცხადდეს ალიანსებს შორის, რომლებსაც გაფორმებული აქვთ თავდაუსხმელობის პაქტი, თავდაპირველად უნდა გაუქმდეს აღნიშნული პაქტი. -
ნეიტრალიტეტი
ყველა ალიანსის სტანდარტული სტატუსი.
იმ შემთხვევაში თუ ალიანსი ომს გამოუცხადებს ნეიტრალურ ალიანსს, აგრესორი ალიანსის ყველა წევრი კარგავს ღირსების 4 ერთეულს და ომის შემდგომ ალიანსებს შორის ურთიერთობა ავტომატურად ხდება მტრული.
ყოველი ცვლილება ალიანსებს შორის ურთიერთობის ტიპში ცნობილი ხდება პრივატული შეტყობინებით, რომელიც ეგზავნება ყველა დაინტერესებულ მხარეს. -
მტრობა
ურთიერთობის ეს ტიპი იძლევა ომის გამოცხადების შესაძლებლობას ალიანსის წევრების ღირსებაზე რაიმე გავლენის გარეშე.
მტრული დამოკიდებულება აქტიურია მისი გამოცხადებისთანავე. -
ალიანსის ომები
ომის კანონები
- ომები შეიძლება წარმოებული იქნას, როგორც ალიანსებს, ასევე მთლიანად ფედერაციებს შორის.
- ომი მიმდინარეობს ფიქსირებულად 168 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც გამარჯვებული გამოვლინდება ომის განმავლობაში მიყენებული მთლიანი ზიანის საფუძველზე.
- ომი აქტიური ხდება მისი გამოცხადებიდან 8 საათის შემდეგ.
- ციხეზე შეტევა და ძარცვა ქულებს შორის 5-ჯერ სხვაობის შემთხვევაშიც არ ისჯება ღირსების დაკარგვით.
- შეტევის განხორციელებისათვის საჭირო დრო არ შეიძლება იყოს 10 წუთზე ნაკლები. თუ მიზანამდე მიღწევა შესაძლებელია 5 წუთში, მას მაიც 10 წუთი დასჭირდება. სამხედრო მისიებს ანექსირებულ პროვინციებშ შორის, მაშინ როდესაც თქვენზე ხორციელდება შეტევა, სჭირდება არაუმეტეს 5 წუთისა.
- ომის დროს თითოეული პროვინციის ძარცვა შესაძლოა განხორციელდეს მხოლო 84 საათში ერთხელ.
- დასაშვები x2 სხვაობის გარეთ თავდასხმა ომის პერიოდში არ იწვევს ღირსების დაკლებას, თუმცა მორალი და შეტევის პარამეტრები რჩება იგივე, რაც იქნებოდა ომის არ არსებობის შემთხვევაში.
- ომის დროს მასში მონაწილე ალიანსების წევრთა კონტრშპიონაჟის დონე ხელოვნულარ იზრდება ერთითმ რაც მხოლოდ ომის პერიოდში მოქმედებს.
- ომის მიმდინარეობის პერიოდში უქმდება მებრძოლი ალენსების წევრებს შორის არსებული კაპიტულაციები.
- ალიანსს ომის გამოცხადება შეუძლია 24 საათში ერთხელ
- ომის გამოცხადება აგრესორი ალიანსის წევრებს აკლებს ბედნიერების 10 ქულას.
- ომის გამოსაცხადებლად:
- აგრესორი ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი, რომლის ოდენობაც დამოკიდებულია ორივე მხარის ქულებზე - ყოველი 0.1 სხვაობისთვის ნებდართული 2-ჯერ სხვაობის შემდეგ, გადასახადი იზრდება 0.5 ოქროთი ყოველ ქულაზე.
- ჩართული მხარეების ქულებს (წმინდა კაპიტალი) შორის სხვაობა არ უნდა ღემატებოს 5 ჯერადს.
- ომში ჩართვისთის აუცილებელია, რომ ლიდერს ჰქონდეს მინიმუმ 500 ქულა, ხოლო ალიანსს მინუმუმ - 5000 (მთლიანად)
- ომის შედეგები
- თქვენი ალინსის რეიტინგის ასაწევად
- იმისთვის, რომ მოიგოთ მოწინააღმდეგის განადგურებული ჯარების ოქროს ექვივალენტის 50% რესურსი. ომის შემოსავალი გაიცემა მისი დასრულების შემდეგ, ხისა და რკინის რესურსის სახით, გაიცემა გამარჯვებული ალიანსის იმ მოთამაშეებზე, რომლებიც მონაწილობდნენ ბრძოლებში. დამარცხებული ალიანსი არანაირ შემოსავალას არ იღებს.
*წმინდა კაპიტალის ოქროს ექვივალენტი, მიღებული იმ არმიის წვრთნის შედეგად და არა ოქროს ექვივალენტი იმ რესურსებისა რაც დაიხარჯა მათ წვრთნაზე. - ომში გამარჯვებულის გამოვლენა
- ომის დაწყების შემდეგ, ორივე ალიანსი იწყებს სამხედრო ქულების დაგროვებას ერთმანეთზე შეტევით.
- ალიანსის ქულების დაანგარიშება ხდება ყველა წევრის ქულების დაჯამებით.
- ალიანსი, რომელიც 168 საათის გასვლის შემდეგ დააგროვებს უფრო მეტ ქულას, ცხადდება გამარჯვებულად.
- ქულების დაგროვება შესაძლებელია სამი გზით:
- მტრის ციხეების განადგურებით
ციხე 1 - 1 ქულა ციხე 2 - 2 ქულები ციხე 3 - 3 ქულები ციხე 4 - 4 ქულები ციხე 5 - 8 ქულები ციხე 6 - 16 ქულები ციხე 7 - 32 ქულები ციხე 8 - 64 ქულები ციხე 9 - 128 ქულები - წარმატებული საველე ბრძოლით - საველე ბრძოლის დროს მოკლულ ყველა ჯარისკაცს მოაქვს ქულები. 5000 ოქროს ღირებულის არმია შეესაბამება 1 ქულას.
- ძარცვით - ყოველი 1000 მოკლული მოსახლე უდრის 1 ქულას.
- მტრის ციხეების განადგურებით
- გამარჯვებულის მთლიანი სამხედრო ქულა აისახება ალიანსის რეიტინგში, ხოლო დამარცხებულის შემთხვევაში - მხოლოდ 25%.
- თუ აგრესორ ალიანსში წმინდა კაპიტალის 50%-ზე მეტი ოდენობის ქულების მქონე (ჯამში) მოთამაშეები გავლენ შვებულებაში და/ან გაააქტიურებენ სადღესასწაულო დაცვას, ალიანსი ავტომატურად აგებს ომს. თუ ალიანსის წმინდა კაპიტალის ქულის 50% ეკუთვნის ერთ მოთამაშეს და ის გავა ალიანსიდან, ომი აგრესორის მხრიდან ავტომატურად ჩაითვლება წაგებულად.
- თუ თავდაცვაში მყოფ ალიანსში წმინდა კაპიტალის 50%-ზე მეტი ოდენობის ქულების მქონე (ჯამში) მოთამაშეები გავლენ შვებულებაში და/ან გაააქტიურებენ სადღესასწაულო დაცვას, ეს ალიანსი ავტომატურად აგებს ომს. თუ ალიანსის წმინდა კაპიტალის ქულის 75% ეკუთვნის ერთ მოთამაშეს და ის გავა ალიანსიდან, ომი თავდაცვაში მყოფის მხრიდან ავტომატურად ჩაითვლება წაგებულად.აგრესორი უკან მიიღებს ომისთვის გადახდილი გადასახადის ნახევარს.
შენიშვნა! ეს პროცენტულობა ეხება მთლიანი ალიანსის წმინდა კაპიტალის ქულას და არა აქტიური (შვებულებაში, სადღესასწაულო დაცვაში არმყოფი) წევრებისას.
მაგალითი 1: თუ ალიანსის მთლიანი წმინდა კაპიტალის ქულა არის 10 000 000 და აქედან 5 000 001 იმყოფება შვებულებაში/სადღესასწაულო დაცვაში, ალიანსი ვერ გამოაცხადებს ომს. თუ ალიანსის მთლიანი წმინდა კაპიტალის ქულა არის 10 000 000 და აქედან 7 500 001 იმყოფება შვებულებაში/სადღესასწაულო დაცვაში, ასეთი ალიანსის წინააღმდეგ ომის გამცხადება ვერ მოხდება.
მაგალითი 2: თუ აგრესორი/დამცველი ალიანსის მთლიანი წმინდა კაპიტალის ქულა არის 10 000 000 და აქედან 5 000 000 / 7 500 000 იმყოფება შვებულებაში/საახალწლო დაცვაში ომის გამოცხადებამდე, ომის დაწყების შემდეგ თუნდაც ერთი მოთამაშის გასვლა შვებულებაში/სადღესასწაულო დაცვაში ან გასვლა ალიანსიდან, გამოიწვევს აგრესორის/დამცველის დამარცხებას.ომის დაწყების შემდეგ ორივე ალიანსის მიმდინარე ქულები დინამიურია. ანუ, მათ ქულებზე, რაზეც გამოინგარიშება შესაძლო წაგების პროცენტულობა, გავლენას ახდენს შვებულების/სადღესასწაულო დაცვის დეაქტივაცია/ვადის გასვლა და წევრის ალიანსიდან გაძევება/ნებაყოფლობით გასვლა.
მაგალითი 3: თუ ომის გამოცხადების მომენტში ალიანსის წმინდა კაპიტალის ქულა არის 6 000 000, ალიანსს დასჭირდება 3 000 001 ქულის გასვლა შვებულებაში და/ან საახალწლო დაცვაში რათა წააგოს ომი, როგორც აგრესორმა, ხოლო 4 500 001 ქულა - როგორც დამცველმა. თუ ომის გამოცხადების დროს ალიანსის ქულა არის 6 000 000 და 1 000 000 ქულა დატოვებს ალიანსს/გაძევებული იქნება ალიანსიდან, მოქმედი ქულა გახდება 5 000 000 და ალიანსს დასჭირდება 2 500 001 ქულის შვებულებაში გასვლა/სადღესასწაულო დაცვა, რათა წააგოს ომი როგორც აგრესორმა, ხოლო 3 750 001 ქულა - როგორც დამცველმა.
მაგალითი 4: თუ ალიანსის მთლიანი წმინდა კაპიტალის ქულა არის 5 000 000, საიდანაც 2 500 001 ქულა ეკუთვნის მხოლოდ ერთ მოთამაშეს და ეს მოთამაშე დატოვებს ალიანსს, ალიანსი ავტომატურად წააგებს ომს როგორც დამცველი, ავტომატური წაგება დაფიქსირდება თავდამსხმელი ალიანსისთვის თუ წევრს (რომელიც ტოვებს ალიანსს) აქვს 3 750 001 ქულა.- ომში გამარჯვება უზრუნვეყოფს თითოეული მოთამაშისათვის დამატებით 10 ბედნიერებას.
ალიანსის დედაქალაქი და კვლევები
- ყველა ალიანსს გააჩნია ალიანსის ხაზინა, სადაც გროვდება როგორც გადასახადიდან შემოსული რესურსები, ასევე ის რესურსების, რომლებსაც ალიანსის წევრები ხაზინას სწირავენ ნებაყოფლობით. გადასახადი დგინდება ცალცალკე ოთივე ტიპის რესურსისათვის 30%-იანი ლიმიტის გათალისიწნებით. ასევე შეზღუდულია ნებეყოფლობითი შეწირულობის ოდენობა. პირვეი დონის ადმინისტრაციის არსებობის შემხვევაში მოთამაშეებს შეუძლიათ შესწირონ თავიანთი წმინდა კაპიტალის ოქროს ექვივალენტის 20%-მდე. მე-2 დონის ადმინისტრაციისას - 5%. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ალიანსი ფლობს ერთ ციხესიმაგრეს მაინც, პროცენტი იზრდება 20-მდე, ადმინისტრაციის დონის მიუხედავად.
მაგალითად: თუ მოთამაშეს აქვს 1000 ქულა (1000000 ოქროს ექვივალენტი) და მისი ალიანსის ადმინისტრაციის განვითარების დონე არის 1, ეს ნიშნავს იმას რომ მას შეუძლია შეწიროს არაუმეტეს 200000 ოქროსი. თუ მომდევნო დღეს მოთამაში ქულა გაიზრდება 2000 წმინდა კაპიტალის ქულამდე, შეწირვის ლიმიტი იქნება 400000, მაგრამ თუ მას ექნება 2000 ქულა, ხოლო ალიანსი განავითარებს მოდევნო ადმინისტრაციას, ლიმიტი კვლავ 200000 იქნება. და 200000 ოქროს შეწირვის შემდეგ მას აღარ ექნება მეტის შეწირვის შესაძლებლობა, სანამ არ გაიზრდება მისი წმინდა კაპიტალის კოეფიციენტი. - გარდა ომის გამოცხადებისა და შეთანხმებების ხელმოწერისა, ეს ფონდი შესაძლოა გამოყენებული იქნას ალიანსის კვლევებისათვის, რომელთა ეფექტით მოთამაშეებზეც ვრცელდება. თუ მოთამაშემ უკვე მიაღწია ფორთიფიკაციის განვითარების მე-5 დონეს, ხოლო მის ალიანსს აქვს იგივე კვლევის პირველი დონე, მოთამაშე ციხის კედლებზე გავრცელდება 6 დონის ფორთიფიკაციის ბონუსი. მიუხედავად ამისა, მოთამაშეს არ ექნება მე-6 დონის ციხის აგებისთვის აუცილებელი მე-6 დონის ფორთიფიკაცია, სადაც მე-6 დონეში იგულისხმება მხოლოდ მოთამაში პირადი განვითარების დონე.
- წევრებს ასევე შეუძლიათ ალიანსის ხაზინაში ბრილიანტების შეწირვა და ხაზინიდან მისი გამოტანა.შეწირვის ოდენობა შეუზღუდავია იმ პირობით, რომ მხოლოდ შეძენილი ბრილიანტი შეიძლება შეტანილ იქნას ხაზინაში.გამოსატანი ბრილიანტების რაოდენობა განისაზღვრება ლიდერის ან პირველი ოფიცრის მიერ. დაწესებული შეზღუდვა უსასრულოა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ დაგიწესდათ შეზღუდვა 500 ბრილიანტით და უკვე გამოიტანეთ ხაზინიდან ეს ოდენობა, კიდევ 500 ბრილიანტის გამოსატანად აუცილებელია დაწესებული შეზღუდვა გაიზარდოს 1000 ბრილიანტამდე.
ალიანსის რეიტინგი
- დაფუძნებული ალიანსის წმინდა კაპიტალის ქულაზე - გამომდნარეობს ალიანსის ყველა წევრის წმინდა კაპიტალის ოდენობის ჯამიდან.
- დაფუძნებული სამხედრო ქულებზე, რაც მიღებულია ომებიდან ან ბრძოლებიდან სადაც ალიანსის ჯარები იღებდნენ მონაწილეობას.
- დაფუძნებული ალიანსის ღირებულებაზე - ალიანსის ქონების წმინდა კაპიტალის ღირებულება, როგორიცაა: კვლვები, ნაგებობები, ჯარები.
სავაჭრო ბალანსი - ოქროს ტრანსფერი მოთამაშეებს შორის
- მოთამაშეს შეუძლია მიიღოს და გასცეს არაუმეტეს თავისი წმინდა კაპიტალის 10%.
მაგალითად: თუ მოთამაშეს აქვს წმინდა კაპიტალის 1000 ქულა (1 000 000 ოქროს ექვივალენტი) მისი სავაჭრო ბალანსის ლიმიტია 100 000 ოქრო, რაც იმას ნიშნავს რომ მას შეუძლია გასცეს და მიიღოს მაქსიმუმ 100 000 ოქრო. - სავაჭრო ბალანსის ლიმიტის გაზრდა/შემცირება დამოკიდებულია მოთამაშის წმინდა კაპიტალის ქულის გაზრდა/შემცირებაზე.
მაგალითად: თუ მოთამაშეს პირველ დღეს აქვს 1000 ქულა, მას შეუძლია მიიღოს/გასცეს 100 000 ოქრო. თუ მეორე დღეს ის მიაღწევს 2000 ქულას, ლიმიტიც ავტომატურად გაიზრდება 200 000-მდე. თუ პირველ დღეს ის მიიღებს 100 000 ოქროს, ბალანსის ლიმიტი მიღწეული იქნება და მეტ ოქროს ვეღარ მიიღებს. მეორე დღეს მას შეეძლება კიდევ 100 000 ოქროს მიღება, რადგან ლიმიტიც 200 000-მდე გაიზარდა. იგივე მოხდება იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე დაკარგავს ქულებს. - ოქროს ტრანსფერი იბეგრება. რაც უფრო ახლოს არის მოთამაშე თავის ლიმიტთან. მით მეტი ოქრო დაიკარგება გზაში. გამგზავნს ეცნობა ოქროს ოდენობა, რომელიც დაიკარგება დაბეგვრის გამო.
- ოქროს გაგზავნა ხდება სატვირთო ურიკებით და მიიღება გადაზიდვების სადგურში.
შენიშვნა! ოქროს ტრანსფერისთვის დაგჭირდებათ გადაზიდვების სადგური, სატვირთო ურიკები და სულ მცირე ერთი ანექსირებული პროვინცია. ოქრო იგზავნება ოქროს ტრანსფერის ჩანართიდან (გადაზიდვების სადგური).
ზოგიერთი სასარგებლო რჩევა ალიანსის მეომარი წევრებისთვის.
- არ დატოვოთ თქვენი ჯარი ციხეში ომის მიმდინარეობის დროს. ყოველ შემთხვევაში, ნუ დატოვებთ მას სუსტი ციხის გარნიზონში, რადგან შეიძლება გახდეთ ადვილი სამიზნე მტრისთვის.
- ნუ იომებთ ძალიან სუსტი ალიანსების წინააღმდეგ, რადგან შეიძლება მოიგოთ ძალიან ცოტა ქულა, თუმცა წააგოთ ბევრი.
- მოწინააღმდეგის ციხის დანგრევა გაძლევთ ქულებს, მიუხედავად იმისა, ცარიელია თუ არა ის.
- ეცადეთ გაანადგუროთ მოწინააღმდეგის ქვეითი ჯარი, რაც ხელს გაგიხსნით ციხის დასანგრევად. შეინახეთ თქვენი ჯარები ამ მიზნებისთვის, თუ დარწმუნებული ხართ მოგებაში.
გახდით მთარგმნელი!
Imperia Online team is looking for translators for all languages. If you would like to see the game in your language or you think the current translation needs to be corrected contact us!
All interested players need to send an e-mail to support@imperialsupport.org with answers to these questions:
Name:
E-mail:
ICQ/SKYPE/MSN:
Language you are going to translate to:
Age:
Location (your actual postal address):
Your language skill in English:
Your motivation for applying:
Time of the day we can reach you:
(server time or your local time - needs to be clarified)
To be approved you need to have an ICQ/SKYPE/MSN on which we can reach you! We need to be able to stay in contact with translators because we have a constant need for translating small texts and messages every time we make a change in the rules or add new content.
Should we approve your candidacy, you will receive a letter with access details for our translation tool on the postal address you have provided.